- რელიგია ბრიტანეთში
- ბრიტანეთი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს ორი „ტრადიციული“ ანუ სახელმწიფო ეკლესია _ ინგლისის ეკლესია, რომელიც ითვლება ანგლიკანური საზოგადოების „დედა ეკლესიად“ და შოტლანდიის პრესვიტერიანული ეკლესია. რომის კათოლიკეები, ბაპტისტები, ლუთერანები, მეთოდისტები და მართლმადიდებლები ასევე წარმოადგენენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. ბრიტანეთში წარმოდგენილია მსოფლიო რელიგიების უმრავლესობა. მათ შორის არიან მუსულმანები (1 მლნ.), სიქხები (400.000), ინდუსები (400.000) და ებრაელები (285.000). არსებობს ასევე მცირე რელიგიური საზოგადოებებიც, როგორიცაა მაგალითად, ბაჰა (6.000), ბუდისტები (500-ზე მეტი დაჯგუფება და რელიგიური ცენტრი), იანები (25.000) ზოროასტრისტები (5000) და ახალი რელიგიური მიმდინარეობებისა და ათეიზმის მიმდევრები. მრავალი ბრიტანელი მიიჩნევს საკუთარ თავს აგნოსტიკოსად.Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.